Sunday, November 29, 2015

პროექტის რეფლექსია

     ჩემი სკოლის ძირითად პრობლემა  ენობრივი ბარიერია .მოსწავლეთა  48% აზერბაიჯანელია და ქართული ენის უცოდინრობა  უარყოფით გავლენას ახდენს  სასწავლო პროცესზე. განსაკუთრებით გვიჭირს დაწყებით საფეხურზე .სხვადასხვა აქტივობებით ვცდილობთ   დავძლიოთ ენობრივი ბარიერი  და მივაღწიოთ ესგ-თი გათვალისწინებულ სტანდარტს. ტრადიციულ გაკვეთილზე  არაქართულენოვანი ბავშვი  დათრგუნულია   თამამად ვერ გამოთქვამს აზრს (ეშინია შეცდომა არ დაუშვას).სასწავლო პროცესი  ბუკების გამოყენებამ  საკმაოდ შეგვიწყო ხელი ამ პრობლემის მოგვარებაში.
    გამოცდილებამ გვაჩვენა რომ პროეტით სწავლებამ  აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია გაზარდა მათი პასუხისმგებლობა და ჩართულობა.  ისინი ხალისით ასრულებენ სამუშოს,უწევენ ერთმანეთს დახმარებას მსჯელობენ ,აანალიზებენ აფასებენ ,გამოაქვთ დასკვნები.
     სასწავლო პროექტი  კონკრეტული პრობლემოს გადაჭრის   მრავალფეროვანი სამუშაოა რომლის დროსაც  ვითარდება კვლევითი ,შემოქმედებითი,თანმშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები.პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა. ასეთი მუშაობისას შეძენილ ცოდნას იყენებენ სახვადასხვა გაკვეთილზე.
    პროექტზე მუშაობა ძალიან გამიადვილდა ინტელის კურსის(პროექტზე დაფუძნებული  სწავლება)გავლამ. 
     შევისწავლეთ  კ.გოგიაშვილის  ლექსი „დაგვემშვიდობა ზაფხული“(ქართული) და „მოძრაობა“(ბუნება) მოსწავლეთა საჭირობების დადგენის შემდეგ  დავგეგმეთ პროექტი  „სად წავიდა ზაფხული?“ მშობლების ხელშეწყობით  მოვაწყვეთ სასწავლო ექსკურსია მეზობელ სოფელში ,სადაც  ჯერ კიდევ შემორჩენილია  წყლის წისქვილი.ბავშვებმა საინტერესო ამბები ჩაიწერეს მოხუცი მეწისქვილისგან ,გაეცნენ  წისქვილის მუშაობის პრინციპს, ვესტუმრეთ“ ცელქ“მდინარეს ,ციხე -კოშკებს,ცივ წყაროს.,გადაიღეს სურათები,გააკეთეს ჩანახატები.მოძიებული მასალები ერთმანეთს გაუზიარეს,გააკეთეს კედლის გაზეთი,წიგნი, საინტერესო წერილები მისწერეს ზაფხულს .მათ მუშაობას აქტიურად ვადევნებდი თვალს.  ბოლოს  ჩავატარეთ პროექტ -გაკვეთილი რომელსაც ესწრებოდნენ მასწავლებლები , მშობლები.
     საინტერსო იყო მათი შეფასებები,გავითვალისწინეთ რჩევები.მოსწვლები ძალიან კმაყოფილები  დარჩნენ მუშაობით და  გაუჩნდათ ასეთი მუშაობის სურვილი.

  დაწყებითი კლასების კათედრამ გადაწყვიტა ხშირად ვიმუშოთ   ამ მიმართულებით ,რაც ენობრივ ბარიერის  გადალახვაში    დაგვეხმარება.

პროექტზე "სად წავიდა ზაფხული?"მუშაობის პროცესი

Sunday, September 28, 2014

მეცხრე დღე

დღეს შევაჯამეთ ტრენინგის მასალა. ჩვენი საქაღალდეები ავტვირთეთ ბლოგზე. ვისწავლეთ  როგორ შევიტანოთ ცვლილებები   ჩვენს პორტფოლიოში. მოვახდინეთ შეფასებების პრეზენტაცია რომელიც გუშინ განვიხილეთ.მასალა საკმაოდ საინტერესო და მრავლის მომცველი იყო .დიდი მადლობა რუსას  ასეთი ერთგული თანადგომისთვის.